თუ თქვენი ინტერესი არის:
- მოახმაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება მონეტიზაციის არსებული გზების
დახვეწასა და ახალი გზების აღმოჩენაში საგანმანათლებლო
ტექნოლოგიებში(EdTech) საქართველოს მასშტაბით ძალიან წარმატებულ
სტარტაპს, რომელიც საქართველოში აბიტურიენტთა და მეთერთმეტეკლასელთა
90%-ზე მეტს ემსახურება;
- ახალი B2B პროდუქტების კონცეფციის ჩამოყალიბება და ინიცირება;
- კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის პროდუქტების შეთავაზება;
- პროფესიული განვითარება;
- მუშაობა გუნდთან, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით,
რომელთა გონებრივი რესურსის მაჩვენებელი უმაღლესი კატეგორიისაა და
გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანები არიან არაერთი კრიტერიუმის
მიხედვით;
- იყოთ წევრი გუნდისა, რომელიც შეეცდება ქართული საგანმანათლებლო
ტექნოლოგიის ინტერნაციონალიზაციას და ჰიპერ-ზრდას;
- თქვენი შრომა ფინანსურად შესაბამისად იყოს ანაზღაურებული;
და თუ თქვენ:
- გაქვთ სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ფორმალური/არაფორმალური);
- გაქვთ სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის/გაყიდვების ან ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით აღმასრულებელ პოზიციაზე;
- ხართ ჭკვიანი;
- ხართ შრომისმოყვარე;
- მეტყველებთ გამართულად;
- შეგიძლიათ მოლაპარაკების წარმართვა;
- გაქვთ პროდუქტის/სერვისის გაყიდვის უნარი;
- ან ხართ დიმიტრი გელოვანი,
მაშინ ჩვენთვის საინტერესოა თქვენი განხილვა ჩვენს გუნდში, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მაჩვენებლით ყველაზე დიდ, წარმატებულ და საინტერესო საგანმანათლებლო სტარტაპზე მუშაობს. თქვენი ინტერესი დაგვიდასტურეთ რეზიუმეს გადმოგზავნით ელ. ფოსტაზე: hr@murtsku.com
ინფორმაციისთვის, უბრალოდ, ჰკითხეთ ნებისმიერ აბიტურიენტს, პირველკურსელს ან მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეს, თუ რა არის „მურწყუ“, ან ეწვიეთ ვებგვერდს: murtsku.com